ფოტოგალერეა

































სოციალური პროექტი


  სოციალური პროექტი

 პროექტის დასახელება: ,,  სოფელ  მთისპირის  ისტორია  და თანამედროვეობა“
პროექტის  აქტუალობა :  მოსწავლეები  უკეთ  გაეცნობიან  მშობლიური  სოფლის
                                                     გეოგრაფიულ მდებარეობას, მასში მდებარე ისტორიულ
                                                    ძეგლებს, საწარმოსა და სოფლის თანამედროვეობას.
  პროექტის   თემა:         მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფელ მთისპირ-
                                                 ზე, იქ არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, სამრეწველო სა-
                                                 წარმოს და  ჰიდროელექტრო სადგურის შესახებ.
პროექტის მიზნები:   ა) მოიძიებენ და გამოიკვლევენ სოფლის ისტორიას, მისი ის-
                                            ტორიული ძეგლების ისტორიას, საწარმოს და ჰესის შესახებ
                                             ინფორმაციას..
                                              ბ) ივითარებენ კვლევის და ინფორმაციის შეგროვების უნარ-
                                            ჩვევებს.
                                              გ) ივითარებენ მოძიებული მასალის დამუშავებისა და შემ-
                                             დეგ პრეზენტაციის უნარს.
                                              დ)  მოაწყობენ ფოტო გამოფენას.
პროექტის სტანდარტი: ბუნ.4.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობე-
                         ბში მონაწილეობა და ელემენტარული ჩვევების დემონსტრირება, ჩაწე-
                          რა.
                შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                           ა) სვამს მარტივ კითხვებს შესასწავლი ობიექტის  შესახებ.
                            ბ) უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს პრაქტი-
                                  კულ აქტივობებში.
                            გ) აღწერს და ახარისხებს მოძიებულ ინფორმაციას.
                                დ) ეფუძნება პირად მოსაზრებებსაც და დაკვირვების შედეგებსაც
                                ე) იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმასსაკუთარი მოსაზრე
                                     ბების და  კვლევის წარდგენისას.
              ბუნ:5.1. მოსწავლემ უნდა  შეძლოს ლოკალური გარემოს აღწერა და ორიენ-
                            ტირება.
          შედეგი თვასაჩინოა , თუ  მოსწავლე:
                       ა) ახასიათებს ისტორიულ ობიექტებს, საწარმოს და საუბრობს მათზე
                                                         
                       ბ) ასრულებს და თავადაც გასცემს მარტივ ინსტრუქციებს.
                       გ) დაკვირვების საფუძველზე ქმნის ფოტო კოლაჟს, საუბრობს იმ
                               დეტალებზე , რომლებმაც მისი ინტერესი გამოიწვია.
                       დ) აგროვებს და ინიშნავს საჭირო მონაცემებს.
                        ე) მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი მასა-
                               ლების  გაანალიზება და შეფასება.
პროექტში მონაწილეთა
    ასაკი:    10-11 წელი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 სამუშაო კვირა.
ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ინტერნეტი, ფლირჩატები,ავტოკალმები,
                           კომპიუტერი,შესაბამისი ლიტერატურული მასალა.

                                            პროექტის მსვლელობა,

 ძირითადი აქტივობები:
აქტივობა პირველი: მოსწავლეებისათვის პროექტის  თემის გაცნობა,  ვადების გან-
                              საზღვრა,  გუნდის სამ ჯგუფად გაყოფა და ხელმძღვანელის არჩევა.
აქტივობა მეორე: სამუშაოს განაწილება ინტერესისა და შესაძლებლობების მიხედ-
                            ვით.:
                           პირველი ჯგუფი: ა)  მთისპირის თემის ისტორია.
                                                 ბ) ასკანის (თამარის ) ციხის ისტორია.
                            მეორე ჯგუფი : ა) ვანისქედის ეკლესიის ისტორია
                                              ბ) ოქროსქედის ეკლესიისისტორია
                                              გ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ისტორია.
                            მესამე ჯგუფი: ა) ბენტონიტური თიხის კარიერი ,,ასკანგელ ალიანსი“
                                             ბ) ჰიდროელექტრო სადგური ,,ბახვი 3“
აქტივობა მესამე: შესაბამისი ლიტერატურის გამოყენებით და ინტერნეტის საძიე-
                                     ბო სისტემით პროექტისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება.
აქტივობა მეოთხე: ჯგუფების წევრთა მიერ მოტანილი მასალის გაცნობა,გასწორე-
                                      ბა და დახარისხება.
აქტივობა მეხუთე: მასწავლებლის მითითებით ყველა მასალის თავის მოყრა და
                                       პრეზენტაციისთვის მომზადება
აქტივობა მეექვსე: მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი მასალის პრეზენტაცია  სკო-
                                      ლაში.



                                   
პირველი ჯგუფი:    ა) სოფელ მთისპირის ისტორია.
                                          ბ)ასკანის (თამარის) ციხე.
ა) --- ჩვენს სოფელს მთისპირი მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა. მისი ტერიტორია გორაკბორცვიანია, იგი მოიცავს სხვადასხვა დახრილობის ფერდობებს, გორაკბორცვებს და ძლიერ დახრილ მაღალ გორებს.
    მთისპირი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ დასახლების არსებობა ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ არის დადასტურებული.  მთისპირი ახლომდებარე სოფლებთან ართად ასკანის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა, სწორედ ამიტომ სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ციხესა და თიხის საბადოს .ასკანის სახელი აქვს. 
     სოფელ მთისპირზე გადიოდა გურიისა და ზემო აჭარის დამაკავშირებელი მოსახერხებელი გზა.ამ გზით სარგებლოვდნენ ტყვეთა სყიდვის დროსაც.  1819 წლის 9 აპრილს ამ გზით სოფელს თავს დაესხა  დიდი რაზმი ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის მეთაურობით. მას შემდეგ , რაც ტყვეებით ვაჭრობა შეწყდა,ამ გზას იყენებდნენ აჭარლები გურიაში საქონლის, რძის პროდუქტების , ყურძნის ჩასატანად და გასაყიდად.
      სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბახმაროს მთები, სამხრეთით სოფელი ფამფალეთი და ვაკიჯვარი, ჩრდილოეთით სოფელი ასკანა, დასავლეთით სოფელი ბახვი.
     სოფელი გარშემორტყმულია მაღალი მთებით და საოცრად ლამაზია. მას თავდაპირველად ასკანა ერქვა. იური სიხარულიძის აზრით, სახელწოდება ,,ასკანა უკავშირდება ,, სკა“-ს.




)----,,ასკანის (თამარის ) ციხე.
        სოფელთან ახლოს , ნასოფლარ ციხისუბანში დგას ,,ასკანის“ ციხე, რომელსაც ადგილობრივები თამარ მეფის ციხეს ეძახიან. ეს არის განვითარებული ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე. იგი მდებარეობს დელემურისა  და თაფურიათის მთებს შორის, მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე.  ციხის ადრინდელი ფენები მეცხრე საუკუნეს მიეკუთვნება, იგი მომქმედიიყო მეცხრამეტე საუკუნემდე.
       ციხის შიგნითარის წყლის აუზი, გალავნის გარეთ კი წყაროს წყალია.  ციხე აღჭურვილი ყოფილა ქვემეხებით, რომლებიც 30-ანი  წლების შემდეგ ოზურგეთში მუზეუმში წაიღეს. ციხე-სიმაგრე საიმედო სამალავი იყო გარე თუ შინაური მტრების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ციხის ძირში გადის გურიიდან ზემო აჭარაში მიმავალი  ნაცადი მგზავრისთვის ზამთარშიაც უშიშარია.
        საკუთრივ ,,ასკანის ციხე“ დღეისათვის მთლიანად არ არის შესწავლილი.  გაზეთ ,,ივერიის“ მოწმობით ციხის შესასვლელის მარჯვნივ აღმართული იყო პატარა ტიპის ბაზილიკური ეკლესია,  შიგნით შემავალი კარიბჭის მარჯვნივ, მართლაც ამჟამადაც შეინიშნება ძველი ნაგებობის ნაკვალევი, კლდეზე გამოკვეთილი საფეხურებით, იქვე  აღმოჩენილია ძველი მარანიც.
        ციხის გარე ზღუდის  დაქანებული ფერდობის ძირში კლდეში ჩანს დიდი ზომის ჭის ზედაპირი,  აქედან იწყება ბახვისწყლის ხეობასთან დამაკავშირებელი ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი. მას მტრის ალყის დროს ხმარობდნენ წყლის ამოსატანად მდინარე ბახვისწყლიდან.

მეორე ჯგუფი:  სოფელში მდებარე ეკლესიები:
                        ა)--ოქროსქედის ფერისცვალების სახელობის ეკლესია.
            სოფელ მთისპირის განაპირას , ოქროსქედის უბანში გორაკზე დგას ფერისცვალების სახელობის დარბაზული ტიპის  ეკლესია. იგი  რძისფერ  ნისლში ჩაძირულ პატარა მაღლობზე სააუკუნეებია ბაზილიკურ ტაძრად დგას. ზუსტად არავინ უწყის რამდენ წელს ითვლის  მისი ძველისძველი კედლები. ტაძართან ახლოს პატარა კელიაში ამ ბოლო დროს ორ მონაზონს უცხოვრია: დედა მარიამს ( კვაჭნტირაძეს) და დედა ნინოს (ანდღულაძეს), მათ ბავშვები ძალიან უყვარდათ, ამიტომაც ისინი ყოფილან მათი ყველაზე ხშირი სტუმარი. დღემდა ამ გორაკს ,,მარიამის“ გორას ეძახიან.
       2004 წელს ეკლესის ძველ საძირკველზე ახალი ეკლესია დააშენეს. ეს მოხდა ჩვენი სოფლის შვილის, ახალგაზრდა გიორგი მიქელაძის ძალისხმევით და შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის კურთხევით ტაძარში აღდგა  წირვა-ლოცვა .
      ახალი ეკლესია  აშენებულია მომცრო ზომის რიყის ქვით.ტაძრის მოძღვარი გახლდათ მღვდელმონაზონი მარკოზი, შემდეგ კი შეიცვალა და დღესაც წირვა- ლოცვასატარებს იეღუმენი მამა პეტრე ( ანდღულაძე) და მღვდელი მამა კახაბერი( წი-
ტაიშვილი).  ამჟამად ეკლესია მომქმედია და ფუნქციონირებს იქვე დედათა მონასტერი.

            ბ)  ვანისქედის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია
         სოფელში, ვანისქედის უბანში დგას იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ეკლესია. იგი არის მარტივი ნაგებობა მინაშენით ჩრდილოეთი ფასადით მთელ სიგრეზე. ეკლესია ნაშენებია სხვადასხვა ფერის, კარგად გათლილი პატარა კვადრატებით. ეკლესიაში სამი კარია და სამი სარკმელი.
       თავდაპირველად ეკლესია მეთერთმეტე საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ეს ეკლესია 1764 წელს მამია მეოთხე გურიელს  ზაალ  ერისთავისთვის გადაუცია.
         ამ ეკლესიაში მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ინახებოდა ერთი ძველი ხატი და ძველი საეკლესიო წიგნები: ,,მოკლე ჟამნ-გულანი“ და ,,ვრცელი ჟამნ-გულანი“.
ორთავე გადაუწერია ვინმე ,,ცოდვილ გრიგოლ შუბლაძეს“. მეცხრამეტე საუკუნის 30=იან წლებში დანგრეული  ტაძარი ხელახლა ააშენეს 2007 წელს.
      დღეს ტაძარი მომქმედია და მისი ხელმძღვანელია მღვდელმონაზონი მამა ანდრია (მამულაშვილი)
             გ)----წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
     სოფელში არის აგრეთვე გვიანდელი, შუა საუკუნეების  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები.
        ეს ეკლესია1874 წელს აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. იგიიყო ძალიან ვიწრო, ქვის ეკლესია.  მოხატული იყო მთლიანად ხარისხიანი, მაგრამ ტლანქი მხატვრობით. შესასვლელთან ეხატა დედა ღვთისმშობელი ყრმით, სიღრმეში კი ბერმონაზვნის სამოსიანი მამაკაცი და ქალი. მამაკაცი გამოსახული იყო  არქიმანდრიტის კვერთხით.

მესამე ჯგუფი:    ა) ბენტონიტური თიხის კარიერი ,,შპს ასკანგელ ალიანსი“
                               ბ)  ჰიდროელექტრო სადგური  ,,ბახვი 3“
     ა)----ბენტონიტური თიხის კარიერი ,,შპს ასკანგელ ალიანსი“
        ძალიან დიდი ხნის წინათ წყალქვეშა ვულკანების ფერფლის დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.ეს საბადო  შედგება ორი უბნისაგან: ციხისუბნის და უკანავას უბნებისგან.
       ციხისუბნის საბადო პირველად შესწავლილი იქნა 1930 წელს. დამუშავებულ თიხას ,,ასკანგლინი“ ეწოდა, იგი გამოიყენება  ნავთობის გადამუშავების  ტექნოლო-
გიურ პროცესში, მანქანათმშენებლობაში, ასევე კერამიკულ წარმოებაში, საპნისა  და საფეიქრო მრეწველობაში, ღვინისა და ძმრის საწმენდად.
         საბადოს მეცნიერულ შესწავლამდე სოფელ მთისპირის მოსახლეობა თიხას თავის დასაბანად იყენებდა და ბაზარში გასაყიდად დაჰქონდა. 1916 წელს გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ ნახა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი თიხა და მიხვდა,
რომ ძვირფას რამეს წააწყდა.  1959 წელს ოზურგეთში აშენდა თიხის გადამამუშავებე-
ლი ქარხანა, რომელიც აწარმოებდა ორი სახის პროდუქციას: ბენტონიტი--ღვინის მრეწველობისათვის  და საყალიბე თიხა, რომელსაც ხმარობდა მანქანქთმშენებელი ქარხნები.
         ამჟამად ბენტონიტური თიხის მოპოვებას და დამუშავებას ეწევა  ,,შპს ასკანგელ ალიანსი“, რომელიც ამზადებს ,,საყალიბე თიხას“ გრანულებისა  და ფხვნილის სახით და ,,ბენტონიტს“ ღვინის წარმოებაში მის საფილტრავად.
       ბ)—ჰიდროელექტრო სადგური ,, ბახვი 3“
    -  სოფელ მთისპირში ჩამოდის მდინარე ბახვისწყლი. მას სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს, ზღვის დონიდან  2585 მ-ზე. იგი ჩამოუდის კურორტ ბახმაროს. ბახვისწყლის ნაპირებზე გაშენებულია პატარა სოფლები-უბნები:  უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, მშვიდობაური,ზედა ბახვი. მდინარე სოფ. ძიმითის დასაწყისში უერთდება მდინარე სუფსას.
       მდინარე ბახვისწყალზე აშენებულია ჰიდროელექტრო სადგური ,,ბახვი 3“. ჰესის დადგმული სიმძლავრეა  9,8 მგვტ, ხოლო საშუალო  წლიური გამომუშავება არის
38 მლნ.კვტ საათი.


პროექტის   შეფასების   კითხვარი

N
კითხვარი
1--2
3--5
6--7
8--10




1
                    



მოქნილობა
მოსწავლეს ძალიან უჭირს მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების გამოყენება.
მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული იმფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების შეზღუდულად გამოყენება
მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადეკვატური გამოყენება.
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების დამოუკიდებლად გამოყენება








2








თანამშრომლობის უნარი
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის
მუშაობაში და
იშვიათად აწო-
დებს ჯგუფს იდეებს, იგი
 იშვიათად უს-
მენს ჯგუფის
სხვა წევრების
წინადადებებს,
ნაკლებად ით-
ვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს ჯგუფს საკუთარი იდეები. იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს, ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს ჯგუფს გამოსადეგი იდეები. იგი უმეტესწილად უსმენს სხვა წევრების აზრებს და შეუძლია გაითვალისწინოს და განავითაროს იგი.
მოსწავლე მზადაა მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მა\თ რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა. მას შეუძლია ყოველთვის მოუსმინოს სხვა წევრების აზრებს,გაითვალისწინოს და განავითაროს იგი.






3






საიმედოობა
მოსწავლე ძალიან ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, თითქმის არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მისი სამუშაო რესურსები მუდმივად მოუწესრიგებელია
მოსწავლე ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს,მასზე დაკისრებულ დავალებას კეთილსინდისიერად არ ასრულებს ან ასრულებს დაგვიანებით, მისი სამუშაო რესურსები თითქმის მოუწესრიგებელია
მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს.თითქმის ყველა დავალებას დროულად  და კეთილსინდისიერად ასრულებს მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად მოწესტიგებულია
მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არცერთ შეხვედრას, ჯგუფის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსი ყოველთვის მოწესრიგებულია





4





კომუნიკაციის უნარი
მოსწავლეს თითქმის არ შესწევს უნარიფაქტები, საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადეკვატურად გამოხატოს. მას არ შეუძლია პოზიტიური იმპულსების გაცემა.
მოსწავლეს უმეტესწილად შეუძლიაფაქტები, საკუთარი ემოციური მდგომარეობა გამოხატოს. მას ხანდახან შეუძლია კარგი იმპულსები გასცეს ერთობლივი მუშაობის პროცესში.
მოსწავლეს კარგად შეუძლია ფაქტები და საკუთარი  ემოციები გამოხატოს. იგი ყოველთვის მისდევს საუბრის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისათვის.
მოსწავლესძალიან კარგად შეუძლია ფაქტები და საკუთარი ემოციური მდგომარეობა ადეკვატურადგამოხატოს. იგი ყოველთვის მისდევს საუბრის წესება და შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისათვის.





                     
                                                     პროექტის    რეფლექსია


          სასწავლო პროექტის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების  ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ  წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ-ჩვევები, დანერგონ და  პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.
       პროექტი ეხებოდა  საკუთარი, მშობლიური სოფლის ისტორიის, მისი წარსულის და თანამედროვეობის გამოკვლევას და შესწავლას. აღნიშნულმა სასწავლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და აღმოაჩინა მათი უნარები---აზროვნება, მსჯელობა ,  თანამშრომლობა , შემოქმედებითობა.  გაიღრმავეს ცოდნა საკუთარი სოფლის,მისი წარსულის და აწმყოს შესახებ. გადაიღეს სურათები, ისტ-ის გამოყენებით მოიძიეს საჭირო ინფორმაციები. თავი მოუყარეს , ჩამოაყალიბეს და შეაჯამეს ერთმანეთის აზრები.  მათ საინტერესოდ წარმოადგინეს მშობლიური სოფლის ისტორია.
      პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მოსწავლეებს გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა  და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მოსწავლეებს განუვითარდათ გუნდური მუშაობის , ინფორმაციის მოძიების,  დამუშავებისა და ანალიზის უნარები. მათ გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა სასწავლო პროექტებში.  აღეძრათ სურვილი მიხედონ და დაი-ცვან სოფლის ისტორიული ძეგლები, ეკლესიები. დაასუფთაონ და გაალამაზონ.